Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვალების ჩამოწერა შეიძლება, გაუთანაბრდეს ხმების ყიდვას – საერთაშორისო დამკვირვებლები

29 ნოემბერი, 2018 16:09

საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა წარმოადგინეს. მათი შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცათ, თავისუფლად წარემართათ საარჩევნო კამპანია, თუმცა ერთი მხარე სარგებლობდა საფუძველსმოკლებული უპირატესობით და ორივე მხარის წინასაარჩევნო კამპანიის ნეგატიურმა ხასიათმა ზიანი მიაყენა აღნიშნულ პროცესს. 

ეუთოს (OSCE), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ევროპარლამენტის (EP) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დამკვირვებლების დასკვნაში საუბარია  შემოწირულობებსა და დაფინანსებაზე. 

დამკვირვებლების შეფასებით, ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების თაობაზე ორივე ტურისთვის შეტანილი საჩივრების განხილვის პროცესი მეორე ტურის კენჭისყრის მიმდინარეობამდე გრძელდებოდა, შეშფოთების საფუძველს ქმნიდა და აძლიერებდა უნდობლობას წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების მარეგულირებელი წესების აღსრულების ეფექტიანობისადმი.

„საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა დაადასტურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გამოთქმული შეშფოთება, კერძოდ კი, წინასაარჩევნო კამპანიისა და პარტიის  სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გასაოცრად გულუხვი სისტემა და კერძო შემოწირულობები," - განაცხადა ანდრე ჰუნკომ, ევროპოს საბჭოს ასამბლეის  დელეგაციის ხელმძღვანელმა. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პირველსა და მეორე ტურს შორის არსებულ პერიოდში საქართველოს მთავრობამ  მოსახლეობას რამდენიმე სოციალური პროექტისა და სოციალური შემწეობების პროგრამის დაწყების შესახებ აცნობა, რომლებიც უმეტესწილად  მოწყვლადი ჯგუფებისთვის იქნება განკუთვნილი, რაც კიდევ უფრო დიდ შეშფოთებას იწვევს, რადგან შესაძლოა, საქმე გვქონდეს სავარაუდო კანონდარღვევასთან. 

„მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული პროექტებიდან რამდენიმე მთავრობის ხანგრძლივვადიანი სტრატეგიის ნაწილია, იმ ფაქტმა, რომ მათ შესახებ განცხადება სწორედ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გაკეთდა, უსამართლოდ უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა „ქართული ოცნების“ კანდიდატი. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მთავრობამ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რომელშიც ის მოსახლოებას ვალების ჩამოწერას დაჰპირდა. საქართველოს  600 000 მოქალაქე 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის ვალს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან დაკავშირებულ კერძო საფინანსო უწყება დაუფარავს, რაც შესაძლოა, გაუთანაბრდეს ხმების ყიდვის ფაქტს. ხმების ყიდვა  აკრძალულია სისხლის სამართლის კოდექსით, ყველა ზემოთ აღნიშნულმა ქმედებამ კიდევ უფრო წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის, რაც წინააღმდეგობაში მოდის ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან," - ნათქვამია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მომზადებულ დასკვნაში. . 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^