Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოორდინატორები ხშირად ცდილობდნენ ამომრჩეველზე ზემოქმედებას - სადამკვირვებლო მისიის დასკვნა

29 ნოემბერი, 2018 16:31

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ მომზადებულ დასკვნაში ყურადღებას უთმობს საარჩევნო უბნებთან პარტიის კოორდინატორთა მოქმედებას.

დასკვნის თანახმად, პირველი ტურის მსგავსად დაკვირვებამ დაადასტურა, რომ არსებობს კოორდინატორთა მექანიზმი, რომელზე დაყრდნობითაც, კანდიდატები იმ ამომრჩეველთა სიებს აგროვებენ, ვისგანაც არჩევნებში მხარდაჭერას მოელიან. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა დაკვირვების არეალში არსებული საარჩევნო უბნების 15%-ში დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებს გარეთ დააფიქსირეს ამგვარი მექანიზმის მუშაობის შემთხვევები.

როგორც დასკვნაშია ნათქვამი, კოორდინატორები საარჩევნო უბნებს გარეთ მიმართავდნენ ორივე კანდიდატის მხარდამჭერი ამომრჩევლის ხმების დეტალურ შესწავლას, თუმცა ეს პრაქტიკა უფრო ხშირად „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ იყო ამოქმედებული.

დოკუმენტის ავტორები მიუთითებენ, რომ ბევრ შემთხვევაში კოორდინატორებს თან ჰქონდათ ამომრჩეველთა სიები და ცდილობდნენ ზემოქმედებას საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველზე. დამკვირვებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ბევრ უბანზე კოორდინატორთა საქმიანობას მუნიციპალური უწყებები უწევდნენ ზედამხედველობას.

დასკვნაში ნათქვამია, რომ რამდენიმე შემთხვევაში ასეთ სიებზე დატანილი იყო ამომრჩეველთა ფოტოებიც სწორედ ისე, როგორც ცესკოს  მიერ პარტიებისთვის მიწოდებულ ამომრჩეველთა სიების ოფიციალურ ვერსიებშია წარმოდგენილი.

გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე შემთხვევაში, როგორც საერთაშორისო მისია აღნიშნავს, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ან ადგილობრივი დამკვირვებლები ამომრჩევლებს სთხოვდნენ მათ მიერ შემოხაზული საარჩევნო ბიულეტენის წარდგენას, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო გაძლიერდა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ზეწოლისა და ანგარიშსწორების შიშის გამო ამომრჩევლებს ეზღუდებათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

დასკვნის მიხედვით, ვინაიდან მეორე ტურში პარტიების წარმომადგენელთა რაოდენობა შეზღუდული იყო, ორივე კანდიდატმა თავისი მომხრეები საარჩევნო უბნებზე ადგილობრივი დამკვირვებლების რანგში მიავლინა. იმ საარჩევნო უბნების 58%-ში რომლებსაც დააკვირდნენ, საერთაშორისო დამკვირვებლებმა ცხადად დააფიქსირეს, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები სინამდვილეში პარტიულ ინტერესებს იცავდნენ.

დასკვნა ეუთოს (OSCE), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ევროპარლამენტის (EP) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დამკვირვებლების მიერ არის მოზადებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^