Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„იმედმა“ უფასო საეთერო დრო არ გამოუყო გრიგოლ ვაშაძეს - საერთაშორისო დამკვირვებლები

29 ნოემბერი, 2018 16:49

საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა წარმოადგინეს. 

ეუთოს (OSCE), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ევროპარლამენტის (EP) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დამკვირვებლების დასკვნაში წინასაარჩევნო პერიოდში მედიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზეა საუბარი. 

საარჩევნო კოდექსი ეროვნული მაუწყებლებისგან მოითხოვს, უფასო საეთერო დრო პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებულ იმ კანდიდატს გამოუყონ რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ უფასო საეთერო დრო არ გამოუყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, რადგან არხი პარტიას 2007 წელს ტელევიზიაში შეჭრაში სდებს ბრალს. ორივე ოპონენტმა უფასო და ფასიანი საეთერო დრო ნეგატიური კამპანიისთვის უფრო გამოიყენა, ვიდრე თავისი კანდიდატურის რეკლამირებისთვის. 

საერთაშორისო დამკვირვებლების მედიამონიტორინგის შედეგები ადასტურებს, რომ ძირითადი  მედიასაშუალებების მკვეთრი პოლარიზაცია არც მეორე ტურში შეცვლილა.

„განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, ტელეკომპანია „იმედი“. რომელმაც ღიად განაცხადა, რომ აქტიურად იმუშავებდა იმისთვის, რომ ხელი შეეშალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატისთვის და საუკეთესო საეთერო დრო  და მიმდინარე მოვლენების ამსახველი გადაცემები „ენემეს“და მისი კანდიდატის დაგმობას დაეთმო. მათ მიერ გაშუქებული ახალი ამბების დაახლოებით 34% „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას“ დაეთმო, განსაკუთრებულად ნეგატიური ტონით, მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ და მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს შესაბამისად, 23% და 9% დაეთმო, ძირითადად, დადებითი ან ნეიტრალური ტონით. „რუსთავი 2“ კი განსაკუთრებულად ძლიერად გმობდა ხელისუფლებას. „ქართული ოცნების“ კანდიდატი ძირითადად ნეგატიურად შუქდებოდა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ნეიტრალური ტონით," - ნათქვამია  საერთაშორისო  დამკვირვებლების მიერ მომზადებულ დასკვნაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^