ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ევროპარლამენტის (EP), ეუთოს (OSCE), დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა (ODIHR) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), დამკვირვებლებმა არჩევნების მეორე ტურის შესახებ წინასწარი მოხსენება წარმოადგინეს.
საერთაშორისო მისიის წინასწარ დასკვნაში წერია, რომ კამპანიის მიმდინარეობისას დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურების გამოყენების შემთხვევები.
„ამომრჩეველთა პირადი მონაცემების შეგროვებისა და მათი პოლიტიკური უპირატესობების დეტალურად შესწავლის მიზნით და ასევე კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ხმებზე თვალის მიდევნებამ წარმოშვა დაშინების პოტენციალი და შეშფოთების საფუძველს ქმნის, რადგან სავარაუდო ანგარიშსწორების შიშის გამო ამომრჩევლები ვერ შეძლებენ თავისი ხმის თავისუფლად დაფიქსირებას, როგორც ეს გათვალისწინებულია ეუთოს წინაშე აღებული ვაკდებულებისა და ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებით“, - წერია წინასწარ დასკვნაში.