გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
„მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, პროპორციული ან რეგიონულ-პროპორციული სისტემით", - აცხადებს ვაშაძე - „ბრძოლა ბოლომდე!"
მისი შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. პრეზიდნეტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს.
„ამ უსულო საგნის მიმართ ჩვენ არავითარი ვალდებულება არ გვაქვს. საქართველოში მთლიანად შეიცვალა პოლიტიკური გარემო, ჩვენ ავიღეთ 800 000 ხმაზე მეტი", - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.