გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, ფილარმონიაში შეკრებილ მხარდამჭერებთან გამოსვლისას თქვა, რომ კვირას, 15:00 საათზე ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ: „მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, პროპორციული ან რეგიონულ-პროპორციული სისტემით", - აცხადებს ვაშაძე.
მისი შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს.
„ამ უსულო საგნის მიმართ ჩვენ არავითარი ვალდებულება არ გვაქვს. საქართველოში მთლიანად შეიცვალა პოლიტიკური გარემო, ჩვენ ავიღეთ 800 000 ხმაზე მეტი", - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.