ქალთა ფონდის ორგანიზებით, დღეს კატო მიქელაძის სახელობის პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წელს პრემიით ორი ადამიანი დაჯილდოვდა.
პრემია გადაეცა ქალთა უფლებების აქტივისტ იდა ბახტურიძეს. ჟიურის გადაწყვეტილებით, კატო მიქელაძის სახელობის განსაკუთრებული ჯილდო აქტივისტის მომავალი საქმიანობის მხარდასაჭერად გადაეცა ქალთა უფლებების აქტივისტს, ტრანსგენდერ ქალს ნატა ტალიკიშვილს.
წელს პრემიისთვის ორგანიზაციამ ახალგაზრდა ქალი უფლებადამცველები განიხილა.
2013 წლიდან დღემდე, ყოველ 29 ნოემბერს, ქალი უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, „ქალთა ფონდი საქართველოში" ქართველი ფემინისტის, აქტივისტისა და პუბლიცისტის, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლისა და ქალთა ემანსიპაციისთვის მებრძოლის, კატო მიქელაძის სახელობის პრემიას გადასცემს ერთ ქალ უფლებადამცველს საქართველოში.
ღონისძიება ტარდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში და მისი მხარდამჭერები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა, მამა ქეში და სიგრიდ რაუზინგ თრასთი.