
ნონა გაფრინდაშვილმა სლოვენიის ბლედში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე მეექვსედ მოიპოვა სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის ჩემპიონის ტიტული!
გამარჯვებულმა ტურნირზე 11 პარტიიდან 6 მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა და 8,5 ქულით ერთპიროვნულად დაისაკუთრა პირველი ადგილი. ჩემპიონატის მეორე ქართველმა მონაწილემ, შარშანდელმა გამარჯვებულმა, თამარ ხმიადაშვილმა 6 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა.
65+ ასაკის ვაჟთა შორის მოასპარეზე ვარლამ ვეფხვიშვილმა კი 6,5 დააგროვა და 33-ე ადგილს დასჯერდა.
წარმატებით ითამაშეს +50 წლის ვეტერან მოჭადრაკეთა შორის ქართველმა ვაჟებმა, 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონმა გიორგი ბაღათუროვმა და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ზურაბ სტურუამ, მათ შესაბამისად მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.