Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაატიეთ ერთი ადგილი - რესტორნის მფლობელი, სადაც ზურაბიშვილის მომხრეები სიგარეტს ეწეოდნენ

30 ნოემბერი, 2018 12:48

სოციალურ ქსელში გავრცელდა არაერთი ვიდეო, რომელიც 28 ნოემბერს, საღამოს საათებში კოსტავას ქუჩაზე რესტორან „ტერავაინშია“ გადაღებული. 

რესტორანში მყოფი პირები სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას აღნიშნავენ. იქ მყოფთა რიგებში არიან გოგა ხაინდრავა და მსახიობი ნანა ლორთქიფანიძეც.

ვიდეოში ჩანს, რომ დახურულ სივრცეში შეკრებილი ადამიანები სიგარეტს ეწევიან, რაც  მიმდინარე წლის მაისიდან საქართვლოს კანონმდებლობით იკრძალება.

„ლიბერალი“ დაინტერესდა, გააფრთხილა თუ არა რესტორნის ადმინისტრაციამ სტუმრები, რომ მოწევა კანონმდებლობით დახურულ სივრცეში დაშვებული არ არის და რა ზომები მიიღო კანონის მოქმედი ნორმების დასაცავად.

„ლიბერლმა“ სოციალურ გვერდზე მითითებულ ნომერზე დარეკა და იკითხა, არის თუ არა რესტორანში მოწევა დაშვებული, გვიპასუხეს, რომ მოწევა მხოლოდ ვერანდაზეა დაშვებული.

ამის შემდეგ მათ ვკითხეთ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოების შესახებ. შეკითხვაზე პასუხის მისაღებად რესტორნის მფლობელთან გადაგვამისამართეს.

ეკა, რომელიც რესტორნის მფლობელად გაგვეცნო, გვითხრა, რომ მას ლიცენზია აქვს მიღებული. შეკითხვაზე, რა ლიცენზია აქვს მიღებული და რომელ ორგანოში მიიღო ეს ლიცენზია? მან არ გვიპასუხა.

„მე არც ნაცი ვარ და არც ქოცი და დაატიეთ თქვენი ერთი ადგილი სკამებზე. მე რესტორანი და მომსახურე სფერო ვარ. მე რომელ სტუმარს მივიღებ და რას აღნიშნავენ, არც ჩემი საქმე არ არის.“

საქართველოს კანონმდებლობით, ლიცენზია მხოლოდ სიგარბარებისთვის არის დაშვებული.

„თქვენთვის პრობლემა ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას აღნიშნავენ, თუ ის რომ ეწევიან ? მე ლიცენზია მაქვს მოპოვებული. ზოგიერთ ობიექტს აქვს ლიცენზია.

მე არ ვიცი, ვინ ხართ. არ მაინტერესებს, რა ჟურნალი ხართ. არაფერი მინახავს და არ ვიმყოფებოდი იმ წუთას. ვინმე თუ ეწეოდა, ესეც საკითხავია.  კონტექსტი - სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას აღნიშნავდნენ - თქვენთვის ეს არის პრობლემა და ნიკა გვარამიამ გააჟღერა ეს უკვე. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ვფიქრობ  და ვეჭვობ, რომელ ტელევიზისაც წარმოადგენთ. მე არც ნაცი ვარ და არც ქოცი და დაატიეთ თქვენი ერთი ადგილი სკამებზე. მე რესტორანი და მომსახურე სფერო ვარ. მე რომელ სტუმარს მივიღებ და რას აღნიშნავენ არც ჩემი საქმე არ არის.“

„თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის“ მიხედვით, თამბაქოს მოწევა იკრძალება საჯარო სივრცეებში, მათ შორის - ბარ-რესტორნებში. 

კანონი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმას ითვალისწინებს. ფიზიკურ პირზე ჯარიმა 50 ლარია, იურიდიულ პირზე, პირველ ჯერზე, 500, მეორეზე კი - 1000 ლარი. 

კანონით, პირველ რიგში ბარ-რესტორნის ადმინისტრაციაა ვალდებული, აკრძალვასთან დაკავშირებული ნიშნები განათავსოს დაწესებულების სივრცეში და, ასევე, თუკი მომხმარებელი დაარღვევს აკრძალვას, ვალდებულია, მიუთითოს მას კანონის დაცვისკენ.

თუ მოქალაქე არ დაემორჩილება მითითებას, მაშინ დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია, საპატრულო პოლიციას მიმართოს

„ლიბერალი“ ცდილობს, ფინანსთა სამინისტროში გაარკვიოს, აღნიშნული რესტორანი სიგარბარის ლიცენზიის მფლობელი ხომ არ არის.

რესტორნის ოფიციალურ გვერდზე არსად არ არის მითითებული, რომ ის სიგარბარია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^