მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თელავის რაიონულმა სასამართლომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მიმართ ძალადობაში ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო და მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 11 სექტემბერს ქალაქ ახმეტაში ოჯახში ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა გ.გ-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ - მ.მ-ს მისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო“, - აცხადებენ პროკურატურაში.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გ.გ. 11 სექტემბერს ახმეტაში თავისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, არაერთგზის) ედებოდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.