
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის სასახლის პრივატიზებაზე საუბარი არასერიოზულია და ის დარჩება სახელმწიფოს ბალანსზე.
„მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ამაზე გადაწყვეტილების მიღება. ალბათ, რაღაც ფორმატში განიხილება და გადაწყვეტილება მიღებული იქნება. არ მგონია, რომ პრივატიზებაზე საუბარი სწორი ან სერიოზული იყოს. რა თქმა უნდა დარჩება სახელმწიფოს ბალანსზე და თუ რა მიზნით იქნება გამოყენებული ეს შენობა, ამაზე გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული საერთო საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე “,- განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
გუშინ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ბარათაშვილი-ორბელიანები იყვნენ მისი წინაპრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ორბელიანების სასახლეა მისაღები.