გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 დეკემბრისთვის მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა და მაღალმთიან ზონაში ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი.
სააგენტოს ინფორმაციით, 1 დეკემბერს კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია ძლიერი, დროგამოშვებით კი ძალიან ძლიერი ქარი.
მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.