„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ნანა კაკაბაძე და მოძრაობა „არა ნაციზმის“ წევრები „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა.
მათივე ინფრომაციით, ნანა კაკაბაძემ და მისი ორგანიზაციის წევრებმა ჟურნალისტებს ოფისი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
კონფლიქტის შედეგად დაზიანებულია "რუსთავი 2"-ის აპარატურა. ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიცია იმყოფება.