შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის Faceboook პოსტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორმა ეკა გიგაურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის პერსონალურ ელ.ფოსტაზე ჰაკერული შეტევის მცდელობა იყო. ამის შესახებ გიგაური Facebook-ზე დაწერა და გამოაქვეყნა Google-გან მიღებულ შეტყობინება.
„აი ეს ხდება ჩემ პერსონალურ მეილში! გუგლისგან მივიღე შეტყობინება რომ სახელმწიფო ცდილობს ჩემი მეილის გატეხვას. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ დამიკავშირდნენ საგამოძიებო ორგანოები და ცდილობენ ამ ამბის გარკვევას. ამბობენ, რომ მათ ეს არ გაუკეთებიათ“, - წერს გიგაური.
Google ეკა გიგაურს ატყობინებდა, რომ შესაძლოა მთავრობისგან მხარდაჭერილი ჰაკერები მის ანგარიშში შეღწევას ცდილობდნენ.