Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნათელაშვილი: საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტია საპატრიარქოა

01 დეკემბერი, 2018 20:32

„მოდით რა თავს ნუ მოივტყუებთ და ნურც ღმერთთან შევცოდავთ ფარისევლობით, ვაღიაროთ,რომ საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტია საპატრიარქოა" - ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პატრიარქის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „ღემდე დამარცხებულმა მხარემ არ სცნო გამარჯვება სალომე ზურაბიშვილისა",

პატრიარქი: დღემდე დამარცხებულმა მხარემ არ სცნო გამარჯვება სალომე ზურაბიშვილისა

„სწორედ ამიტომაა რომ ამერიკის ახლადმოვლენილი ელჩი შეხვდა არა პოლიტიკურ ძალებს, არამედ უპირველესად ეწვია პატრიარქს. საპრეზიდენტო არჩევნების ამგვარ სავალალოდ დამთავრებაშიც კვლავ შეიტანა განსაკუთრებული წვლილი ამ ინსტიტუტმა.ჩვენი სულების გადარჩენაზე ლოცვის ნაცვლად მამაოები ივანიშვილის გადასარჩენად კარდაკარ დაიარებოდნენ,მრევლი მათთვის კაი ხანია ამომრჩეველია. ნაცების ეკონომიკის ექს-მინისტრმა ამჟამად საპატრიარქოს ჩინოვნიკმა ჟვანიამაც დაირტყა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეფის პოსტი.მე მხოლოდ ერთი კითხვა მაწუხებს---რა განსხვავებაა ირანის აიათოლათა რეჟიმსა და საქართველოს შორის" - წერს შალვა ნათელაშვილი. 

,,არჩევნების პერიოდი ცოტა რთულია ჩვენთან, რადგან ემოციური ხალხი ვართ. დღემდე დამარცხებულმა მხარემ არ სცნო გამარჯვება სალომე ზურაბიშვილისა" - ეს განცხადება საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ შეხვედრაზე გააკეთა. 

საპატრიარქოს ცნობით, როს უილსონთან შეხვედრაზე „საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ურთიერთობას და ასევე განხილულ იქნა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^