„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას“ - ამ სახელწოდებით რუსთაველის გამზირზე აქცია იწყება. გაერთიანებული ოპოზიციის “ ძალა ერთობაშია“ მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ისინი იცავენ მათ ხმებს და სამშობლოს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.
„გამარჯვება ჩვენია და არავის დავუთმობთ! ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას!“- ამ მოწოდებით აქცია არჩევნების მეორე დღეს ფილარმონიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ დაანონსა. გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.