Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შექმენით სამუშაო ჯგუფი, ვადას 16 დეკემბრამდე გაძლევთ - ვაშაძე ხელისუფლებას

02 დეკემბერი, 2018 16:09

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მოქალაქეებს სიტყვით მიმართა გრიგოლ ვაშაძემ. მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაა. 

ოპოზიცია ხელისუფლებას სთხოვს, შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციის წარმომადგენლებიც შევლენ. „დავსხდეთ და ერთად გამოვნახოთ გზა ამ კრიზისიდან გამოსასვლელად“.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლებას 16 დეკემბრამდე აძლევენ დროს. 

ჩვენ არჩევნებს ჩატარებულად არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ. საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს.

„დამოუკიდებელი სასამართლო, უცხოელი მოსამართლეები. საკონსტიტუციო სასამართლოში ადამიანის უფლებების პალატა. გენერალური პროკურორის შერჩევა არასამთავრობოების მიერ. აუდიტის სამსახურის უფროსის შერჩევა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ. პოლიტიკური პოლიციის გაუქმება. კმარა, აღარ გვინდა პოლიტიკური პოლიცია. დამოუკიდებელი ბიურო, რომ ბიძაშვილებმა და მამიდაშვილებმა ტენდერები არ ხრან.

ერთპარტიული მმართველობა რომ დასრულდეს, ამას გთავაზობთ. ჩვენ მივდივარ პოლიტიკურ პროცესში თქვენთან ერთად, არ გავჩერდებით მიზნების მიღწევამდე და სულ უფრო მეტი პარტია შემოგვიერთდება მალე.

„ოცნებას“ მანდატი და ნდობა არ აქვს, ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ საპარალამენტო არჩევნებზე. ვითხოვთ საარჩევნო  სისტემის ძირეულ ცვლილებას და ისეთ ცვლილებას, რომელიც საარჩევნო, კორუმპირებულ ადმინისტრაციას შეცვლის.

უნდა გაუქმედეს საოლქო კომისიები, რომელიც არაფერია თუ არა გაყალებების მექანიზმი. საჯარო თანამდებობის პირებს საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობა უნდა აეკრძალოთ.

გთავაზობთ, შექმნათ სამუშაო ჯგუფი, ხუთი ადამიანის შემადგენლობით, ჩვენც ამავე რაოდენობით შევქმნით ჩვენს დელეგაციას და სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ, ერთად დავსხდეთ და გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ვადას გაძლევთ 16 დეკემბრამდე.

სწორედ ამ პასუხზე იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული“. - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^