პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.
„ჩვენ აღარაფერს მოვითმენთ, აღარაფერს გადავყლაპავთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, არსებული ხელისუფლება ახლით უნდა შეიცვალოს.
„იმ წამს როგორც კი დაგჭირდებით, როგორც კი დამიძახებთ ფიზიკურად დაგიდგებით გვერდით“, - დასძინა მან.