Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიგი უგულავა: აუცილებელია პროპორციულ სისტემაზე ახლა გადასვლა და არა 2024 წელს

02 დეკემბერი, 2018 17:50

„ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა საარცევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს. 

„თუ ჩვენ გვინდა, რომ შვილმკვდარი მშობლები ქუჩაში არ ეძებდნენ სამართალს, თუ ჩვენ გვინდა, რომ არ გვყავდეს გათავხედებული ჩინოვნიკები, თუ ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკაზე ზრუნავდეს და არა ერთი კაცის მსახურებაზე ხელისუფლება, თუ ჩვენ გვინდა, რომ პენსიონერმა ამოისუნთქოს, თუ ჩვენ გვინდა, რომ ფარცხალაძეები არ დაჯლიგინებდნენ და არ ატერორებდნენ ვინმეს ამისთვის აუცილებელია პროპორციული არჩევნების ჩატარება ქვეყანაში. პროპორციული არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი აი ამ კრიზისიდან და განვითარებაზე გადასვლის ერთადერთი შესაძლებლობა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ აბსოლუტურად ყველა ლეგალური საშუალება იმისათვის რომ ხელისუფლებას შევაგნებინოთ, რომ მათ შორის მისთვისაც აუცილებელია პროპორციულ სისტემაზე ახლა გადასვლა და არა 2024 წელს როდესაც ამას ქართული ოცნება გვეუბნება. 2024 წლამდე ეს სისტემა მხოლოდ უბედურებას მოგვიტანს. „ევროპული საქართველოსთვის" მთავარი ამოცანა არის, ყველა შესაძლო აქცია იქნება, საერთაშორისო თუ შიდა მექანიზმები. დისკუსია, შეგონება გამოვიყენოთ, რომ გადავიდეთ პროპორციულ არჩევნებზე რაც არის მთავარი დღის წესრიგის საკითხი", - გიგი უგულავას კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

უგულავა დღეს გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე იმყოფებოდა, თუმცა სიტყვით არ გამოსულა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^