Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბიშვილი პოლიტიკური დაპირისპირების შემდეგ საკუთარ ამოცანად შერიგებას ასახელებს

02 დეკემბერი, 2018 18:18

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა,თუ რითი იქნება მისი პრეზიდენტობა გამორჩეული სხვა პრეზიდენტებისგან და რა გეგმები აქვს მას. 

ზურაბიშვილის თქმით, მისი ერთ-ერთი ამოცანა არის შერიგება, რადგან წინასაარჩევნო პერიოდი მკვეთრი პოლიტიკური დაპირისპირებით ხასიათდებოდა. მისი თქმით, ამ ამოცანას ქალი უკეთ გაართმევს თავს, ვიდრე მამაკაცი. 

„ჩემს წინაშე დგას ისეთი ამოცანა, რაც შერიგებას გულისხმობს. არჩევნები და პერიოდი, რაც მას წინ უსწრებდა, ძალიან მკვეთრი პოლიტიკური დაპირისპირებით ხასიათდებოდა და ახლა უნდა გადავიდეთ შერიგების პროცესში, რასაც ქალი უკეთ გაართმევს თავს, ვიდრე მამაკაცი“, - განაცხადა მან. 

ზურაბიშვილის თქმით, ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებზე მაღლა დადგება. 

„მე განზარახული მაქვს ვიყო სწორედ ისეთი პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებზე მაღლა დადგება და პოლიტიკურ ბრძოლაში არ ჩერთვება“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^