Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სად არ შეგიძლიათ მარიხუანის მოხმარება და რამდენით დაჯარიმდებით - ახალი კანონი

03 დეკემბერი, 2018 12:52

საქართველოს პარლამენტმა მარიხუანის მოხმარების დასარეგულირებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა. შსს-ს განმარტებით, ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონში ასახვის მიზნით მომზადდა. 

ახალი რეგულაციების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა 45-ე პრიმა მუხლი, რომელიც მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა,შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მოხმარება ან/და ზემოქმედების ქვეშ ყოფნას არეგულირებს.

ახალი რეგულაციებით:

  • მარიხუანის მცირე ოდენობით ფლობა (5 გრამამდე გამომშრალი, 10 გრამამდე ნედლი) გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
  • მარიხუანის მოხმარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, სასამართლოში, აეროპორტში, სამედიცინო ან/და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა ნაგებობებში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში ან/და საჯარო სივრცეში სხვა ადგილას,  გამოიწვევს დაჯარიმებას  800 ლარიდან 1200 ლარამდე ოდენობით (განმეორების შემთხვევაში 1200 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით);
  • მარიხუანის მოხმარება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა კერძო მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ადგილის ან სხვა შენობა-ნაგებობისა (თუ ეს შენობა-ნაგებობა იმავდროულად ეკონომიკური საქმიანობისთვის არ გამოიყენება),  გამოიწვევს დაჯირიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით (განმეორების შემთხვევაში – 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით);
  • მარიხუანის მოხმარება 21 წლამდე ასაკის პირის მიერ გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით (განმეორების შემთხვევაში – 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით);
  • მარიხუანის მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არასრულწლოვნის თანდასწრებით (მათ შორის, პირად სივრცეში), ან სასწავლო, საგანმანათლებლო ან/და სააღმზრდელო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკის, ბავშვთა გასართობი ცენტრის ან/და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე 150 მეტრის რადიუსში, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით (განმეორების შემთხვევაში, დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით);
  • მარიხუანის მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით (განმეორების შემთხვევაში – დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით);
  • მარიხუანის მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამხედრო ნაწილში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით (განმეორების შემთხვევაში დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით);
  • იმ შემთხვევაში თუ დაწესებულებ (იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, მეწარმე სუბიექტი, საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სახელმწიფო ორგანო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) მარიხუანის მოხმარების ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამოვლენილი ფაქტის აღსაკვეთად ზომებს არ მიიღებს, გამოიწვევს დაწესებულების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით (განმეორების შემთხვევაში –დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით);

იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთხელ უკვე იქნება დაჯარიმებული მარიხუანის მცირე ოდენობით ფლობისთვის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე) განმეორების შემთხვევაში (დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში), ის დაისჯება უკვე სისხლის სამართლის კოდექსით და დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით – 100-დან 160 საათამდე.

კანონში განმარტებულია, რომ საჯარო სივრცე არის საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილი, სადაც ნებისმიერ პირს აქვს ყოფნის უფლება ან ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა, ასევე ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განთავსებულია საჯარო სივრცეში ან საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადგილას.

მოხმარებად მიიჩნევა მარიხუანის მიღების/მოწევის პროცესი, ხოლო პირი მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მყოფად მიიჩნევა, თუ ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი დასტურდება ერთობლივად კლინიკური და ლაბორატორიული (ნარკოტესტირება) დასკვნებით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^