Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შპრიცში აღმოჩენილი ნარკოტიკის კვალისთვის მსჯავრდებული 8 დღეა შიმშილობს - ითხოვს საპროცესოს

03 დეკემბერი, 2018 17:24

მსჯავრდებული ირაკლი ჩხეიძე, რომელსაც „შპრიცში აღმოჩენილი" ნარკოტიკის კვალისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მე-8 დღეა, შიმშილობს.

მას მსჯავრი 0,000305 გრამ MDMA და 0,000106 გრამ მეტამფეტამინის ფლობისთვის მიესაჯა.

„ლიბერალთან“ საუბრისას მისი ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი ამბობს, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაა. ადვოკატის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი პროკურორმა პირადი მოტივით უთხრა.

„ბრალდების მხარემ უარი უთხრა საპროცესო შეთანხმებაზე პირადი მოტივით. რასაც მეუბნებიან, ერთ-ერთ პროკურორს სასამართლო პროცესზე ირაკლის ახლობელი შეეკამათა, შეეპასუხა ცოტა მძაფრად. ამაზე „გაბრაზდა“ პროკურორი და საკითხი სახელმწიფო დონეზე კი არ გადაწყვიტეს, არამედ პირადი [მოტივით მიიღეს გადაწყვეტილება], „რადგან ასე მომექცნენ, ახლა დაგსჯი ამით და არ გაგიფორმებ საპროცესო შეთანხმებასო“, - ამბობს ადვოკატი.

ვიდეო ► 6 წელი შპრიცში აღმოჩენილი ნარკოტიკის კვალისთვის

მისი თქმით, საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მოთხოვნა საფუძვლიანია, რადგან:

„6 წლით თავისულების აღკეთა, თან ამ ოდენობის ასეთ ნარკოტიკულ საშუალებაზე ამხელა სასჯელი და არ შეუთახმდე საპროცესოზე, როცა არ ზიანდება არაფერი, არ ხდება დაპირისპირება, აღდგა ორივე მხარის უფლება, ამაზე ეუბნებიან უარს პირადი მოტივით“, - ამბობს ადვოკატი.

მსჯავდებული ირაკლი ჩხეიძე დამნაშავედ 2017 წლის 8 ნოემბერს ცნეს. საქმე ამჟამად სააპელაციო სასამართლოშია. ადვოკატი ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უნდა მოხდეს, ვინაიდან „სააპელაციო ეტაპი თუ დასრულდა, საკასაციო ეტაპზე არც პრაქტიკა და არც კანონი არ ითვალისწინებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას“.

ადვოკატის ინფორმაციით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდია.

„დიდი ხანი ველოდებოდი, სანამ ფიზიკურად მოვიდოდა ჩემამადე. მთხოვეს, რომ სხვა ოთახში მენახა, რომელიც უფრო ახლოსაა, რადგან უჭირს უკვე სიარული. პრინციული პოზიცია აქვს, რომ არ გავჩერდები, სანამ სამართლიანობას არ მივიღებ, რაც გამოიხატება იმაში , რომ გამიფორმონ საპროცესო შეთანხმება“, - ამბობს ადვოკატი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^