"ნუ დარბიხართ, დადექით, ვეღარ მიეჩვიეთ რომ პრეზიდენტი ვარ? - ცოტა ჩაიწიეთ". - ასე მიმართა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.
ჟურნალისტები მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების 4 მილიონამდე ლარით შემცირებასა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებაზე ეკითხებოდნენ.
მისი თქმით, ესაა მხოლოდ საბიუჯეტო პროცესი და "არანაირი პრობლემა არაა".