Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის პროგრამის ფარგლებში მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმთა ჯგუფის უფასო კონსულტაციები ჩატარდება

04 დეკემბერი, 2018 14:49

მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმთა ჯგუფმა ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის პროგრამის ხელშეწყობის მიზნით  კონსულტაციები ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს.

იმერეთში ვიზიტი 7 დეკემბერს იგეგმება, ვიზიტის მანძილზე ექიმი-ნევროლოგები პროფ. ნანა ტატიშვილი, პროფ. თეონა შათირიშვილი, ნევროლოგი-ეეგ სპეციალისტი თამარ ყიფიანი, მოზრდილთა ნევროლოგი ეკა გამცემლიძე კონსულტაციებს ჩაუტარებენ ეპილეფსიაზე საეჭვო როგორც პედიატრიულ, ისე მოზრდილ პაციენტებს, საჭიროების შემთხვევაში გადაიღებენ ელექტროენცეფალოგრამას. ნევროლოგების გარდა, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ: პედიატრი/პულმონოლოგი პროფ. ივანე ჩხაიძე, ალერგოლოგი ლალი საგინაძე, ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე, ორთოპედ/ტრავმატოლოგი მერაბ ვარძუკაშვილი, ნეფროლოგი/ტოქსიკოლოგი პროფ. ოთარ რუსაძე, გასტროენტეროლოგი დავით მახათაძე, ფსიქოლოგი ლანა აკოფაშვილი, პროგრამის კოორდინატორი შორენა ქართველიშვილი.

ვიზიტის ფარგლებში ამბულატორიულ პაციენტებს ჩაუტარდებათ უფასო კონსულტაციები, შერჩეულ პაციენტებთან ეეგ-ს გადაიღებენ, ასევე რეგიონის ნევროლოგებთან და ოჯახის ექიმებთან ჩატარდება სამუშაო შეხვედრა ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის პროგრამასთან დაკავშირებით.

კონსულტაციები დაიწყება დილის 10:00 საათზე ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ჯავახიშვილის ქ. 83.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^