გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობას ვერ მიულოცავს, მაგრამ, თუ საჭირო გახდება, მის მოქალაქეობრივ უფლებას დაიცავს.
„სალომე ზურაბიშვილს დიდი სიამოვნებით მივულოცავ დაბადების დღეს, შვილების გაბედნიერებას, შვილიშვილების გაჩენას, მაგრამ გავიმეორებ, რომ საქართველოში არჩევნები არ გამართულა. გაიმართა კრიმინალური ტერორისა და მასთან შეზრდილი კორუმპირებული ბიუროკრატიისა და ოლიგარქის სპეცოპერაცია, ტოტალური გაყალბებით და ზეწოლით. შესაბამისად, ჩვენ ამ არჩევნებს არ ვცნობთ და არ ვაღიარებთ შედეგებს. აქედან გამომდინარე, საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი. პრეზიდენტი ჰყავს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. პრეზიდენტობას ვერ მივულოცავ, მაგრამ მის მოქალაქეობრივ უფლებას თუ საჭირო გახდება, დავიცავ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.