საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან დაადასტურა, რომ ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში ჩატარდება.
„ინაუგურაციის დეტალები მუშავდება, როგორც უკვე გაიგეთ სხვებისგან, თელავში ტარდება. მინდოდა მე ვყოფლიყავი ის ვინც პირველი გეტყოდათ ამის შესახებ. მოვიწვევთ ყველას ვისთანაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. რა თქმა უნდა, გიორგი მარგველაშვილიც იქნება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.