ტელეკომპანია „მაესტროს" ინფორმაციით, გიორგი ვაშაძე პეტრო პოროშენკოს შტაბისთვის წინასაარჩევნო პერიოდში იმუშავებს.
ვაშაძემ „მაესტროს" უთხრა, რომ მას შესთავაზეს, უკრაინაში გადასულიყო, თუმცა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინაში არ გადავიდეს და საქართველოდან შეუერთდეს პოროშენკოს შტაბს.
„შემოთავაზება იყო. მუდმივად ვერ წავალ ხომ საქართველოდან?! რეფორმებზე ვმუშაობ და რეფორმების განრიგის კუთხით მთხოვეს, რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინაში და ამას საქართველოდან ვიმუშავებ. პოროშენკოსთან დიდი ხანია ვთანამშრომლობ" - თქვა ვაშაძემ.