გაერთიანებული ოპოზიციის წარმომდაგენლის გიორგი ვაშაძის თქმით, ნინო ლომჯარიამდე საქართველოს უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა. მისი თქმით, ეს ინსტიტუტი შესუსტდა.
„ნინო ლომჯარიამდე საქართველოს უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა. თუნდაც იგივე ნანუაშვილი, რომლისგანაც არ ველოდი, რომ ასეთი ძლიერი სახალხო დამცველი იქნებოდა. იგი მკაფიოდ და მყისიერად აფიქსირებდა საკუთარ მოსაზრებებს და თავად ერთვებოდა პრობლემების გადაწყვეტაში. დღეს შეგვისუსტდა ეს ინსტიტუტი“,-განაცხადა გირგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ლომჯარიას განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით ატარებს ისეთ შინაარს, რომ დარღვევები იყო ორივე მხრიდან. ვაშაძე აღნიშნავს, რომ სახლხო დამცველი ადამიანის ნების გამოხატვის იმ მასობრივ ზეგავლენაზე უნდა საუბრობდეს, რაც გამოვლინდა არჩევნების დროს.
„ მე გავეცნობი სახალხო დამცველის ანგარიშს. ზოგადად, ამ ქალბატონს ახასიათებს ისეთი განცხადებები, რომ ორივე მხარის მხრიდან იყო დარღვევები არჩევნებში. უკაცრავად რა, მასობრივი მოსყიდვა და ადამიანის ნების გამოხატვაზე მასობრივი ზეგავლენა იყო ამ არჩევნებზე. რა არის სახალხო დამცველი გარდა იმისა, რომ ასეთ დარღვევებზე საუბრობდეს? რა ორი მხარე, რის ორივე მხარე? ჩვენ ვახდენდით ზეგავლენას და ჩვენ ვიდექით საარჩევნო უბნებთან, სადაც აიძულებდნენ ადამიანებს შემოეხაზათ თავისი კანდიდატი? ერთი და იგივე ბელეტრისტიკა ახასიათებს ამ ქალს",- განაცხადა ვაშაძემ.