კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ შეიქმნა პორტალი, რომელზეც წარმოდგენილია ინტერაქტიული რუკა, სადაც კომპლექსურად განთავსებულია ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ფოტოებით, აღწერილობებითა და ზუსტი მდებარეობით. ასევე აღნიშნულია მათი დამცავი ზონები.
„კულტურული მემკვიდრეობის გის პორტალი, წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი, კომპლექსური სისტემის შემადგენელ ნაწილს ინტერაქციული რუკით, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია ფოტოებით, აღწერილობებითა და ზუსტი მდებარეობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე/ობიექტებზე, მათ დამცავ ზონებზე, კედლის მხატვრობაზე, ქვაზე კვეთილობაზე, მუზეუმ-ნაკრძალებზე, მუზეუმებზე, სამუზეუმო კოლექციებსა და ქმედებებზე. გის პორტალზე არსებული ინფორმაცია მუდმივად განახლებადია.
ჩვენი მიზანია გის პორტალის საშუალებით წარმოვაჩინოთ და პოპულარიზაცია გავუწიოთ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას და შევქმნათ საზოგადოებასთან უწყვეტი კომუნიკაციის ინსტრუმენტი, რათა განვახორციელოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების გამოვლენა, ფიქსაცია, მონიტორინგი და გეგმაზომიერი კვლევა“,- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.