
ნიკოლ ფაშინიანის ალიანსმა სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 70%-ზე მეტი მიიღო და როგორც თავად ფაშინიანი უწოდებს, „რევოლუციური უმრავლესობა" მოიპოვა.
ოფიციალური შედეგების თანახმად, ალიანსმა „ჩემი ნაბიჯი" ხმათა 70,4% მიიღო.
„რადიო თავისუფლების" ინგლისურენოვანი ბიუროს ინფორმაციით, ფაშინიანს საპარლამენტო უმრავლესობა აქვს თავისი პროგრამის განსახორციელებლად კორუფციასთან საბრძოლველად და ეკონომიკის რეფორმირებისთვის.
ყოფილმა მმართველმა „რესპუბლიკურმა პარტიამ" მხოლოდ ხმათა 4,7% მიიღო და 5%-იანი ბარიერის გადალახვაც კი ვერ შეძლო.