„ქართული მარში“, „პატრიოტთა ალიანსი" და მათი მხარდამჭერები იუსტციის სახლთან საკონსტიტუციო სასმართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისების შემზღუდველი მორატორიუმი გაუქმდა. ისინი იუსტიციის მინისტრს მიმართავენ, არ დაუშვან მიწების უცხოელებზე გასხვისება. პოლიციამ იუსტიციის სახლში შესასვლელი გადაკეტა.
„ლიბერალის“ ჟურნალისტის ცნობით, იუსტიციის სახლში შევიდა ემზარ კვიციანი და ზვიად ტომარაძე, რომლებიც, სავარაუდოდ საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობას ხვდებიან.
„რა თქმა უნდა, სრულიად საქართველო უნდა დადგეს ფეხზე. მე ვპირდები ხელისუფლებას, თუ პოლიტიკურ ბერკეტებს არ გამოიყენებენ, აუცილებლად გადაიქცევა საყოველთაო, სახალხო, ეროვნულ აჯანყების აქტში და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კონსტიტუციით აქვთ მონიჭებული უფლება, აჯანყდეს“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.