Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შენობის პიკეტირებას გავაგრძელებთ სამუშაო საათების დასრულებამდე - ბაღათურია

10 დეკემბერი, 2018 12:31

„ქართული მარში“ და „პატრიოტთა ალიანსი",  მხარდამჭერებთან ერთად, იუსტიციის სახლთან რჩებიან და ამბობენ, რომ  „შენობის პიკეტირებას გააგრძელებენ სამუშაო საათების დასრულებამდე“. ჯონდი ბაღათურიას თქმით, ისინი იუსტიციის სახლში არ შეუშვებენ უცხოელებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მიწის უცხოელებზე გაყიდვა სურთ.

ბაღათურიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში, იუსტიციის სახლთან დაიდგმება კარვებიც. 

აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ ხვალ, 10 საათზე შეუერთდნენ აქციას იუსტიციის სახლთან. 

„ქართული მარში“, „პატრიოტთა ალიანსი" და მათი მხარდამჭერები იუსტიციის სახლთან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისების შემზღუდველი მორატორიუმი გაუქმდა. ისინი იუსტიციის მინისტრს მიმართავენ, არ დაუშვან მიწების უცხოელებზე გასხვისება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^