გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია მიმართავს პროკურატურას და მოითხოვს, აღიძრას საქმე პრემიერის და თბილისის მერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პირველი პრიმა მუხლის შესაბამისად, რაც ამომრჩევლის მოსყიდვას გულისხმობს. კერძოდ, ვაშაძის თქმით, ბახტაძე და კალაძე თავისი განცხადებებით, წინასაარჩევნოდ მასობრივ მოსყიდვას აწარმოებდა.
„მივმართავთ პროკურატურას და მოვითხოვთ სისხლის სამართლის კოდქსის 164-ე პირველი პრიმა მუხლის შესაბამისად, სადაც ასევე საუბარია საარჩევნო მოსყიდვაზე, მოვითხოვთ აღიძრას სს საქმე პრემიერ-მინისტრი ბახტაძს მიმართ, რომელმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, როცა მასობრივ მოსყიდავს აწარმოებდა პირდაპირ ეთერში და ბატონი კალაძის მიმართ, რომელიც შტაბს ხელმძღვანელობდა, რომელმაც ასევე პირდაპირ დანაშაული ჩაიდინა თავის განცხადებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე.
გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს. ისინი შესაბამისი მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართავენ. მათი თქმით, ხელისუფელბამ წინასაარჩევნოდ ის 600 000 ამომრჩევლი მოისყიდა, რომლებსაც ე.წ. ვალების განულების პროგრამა შეეხო.