Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უნდა დადგინდეს, იყო თუ არა ზეწოლა - უმრავლესობის წევრები ია კერზაიას გარდაცვალებაზე

10 დეკემბერი, 2018 17:33

ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების შესახებ უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებაში კობერიძე წერს, რომ ია კერზაიას გარდაცვალებას საზოგადოებაში მოჰყვა შეკითხვები, რის გამოც შესაბამისმა უწყებამ უმოკლეს ვადაში გამოძიების საფუძველზე უნდა დაადგინოს, აღინიშნა თუ არა ზეწოლა. 

„ა.წ. 9 დეკემბერს მოხდა ძალზე სამწუხარო ფაქტი: ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პედაგოგი ია კერზაია, რომელიც ბოლო 11 წელი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობდა. ვწუხვართ ახლობლებთან ერთად და გამძლეობას ვუსურვებთ ოჯახს.
ქალბატონი იას გარდაცვალებამ საზოგადოებაში გააჩინა შეკითხვები, რომლებზე პასუხის გაცემაც ჩვენთვის პრინციპულ აუცილებლობას წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია რომ უმოკლეს ვადაში (მაქსიმალური ვადა - 1 თვე) შესაბამისმა უწყებამ უნდა ჩაატაროს გამოძიება, რომელიც დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი ზეწოლის ფაქტებს და ასეთის დადგენის შემთხვევაში, დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ“, - ნათქვამია კობერიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ის ასევე აღნიშნავს, რომ განათლების სამინისტრომ მკაფიო პასუხი უნდა გასცეს, რატომ მოხდა მოქალაქის წერილის საფუძველზე ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირება მაინც და მაინც საარჩევნო პერიოდში. 

„ამავე დროს, განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობამ მკაფიო პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რატომ მოხდა მოქალაქის წერილის საფუძველზე ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირება მაინც და მაინც საარჩევნო პერიოდში, სახელდობრ, პირველ და მეორე ტურებს შორის. ვთვლით, რომ სამინისტროს მიერ უკვე გამოქვეყნებული განცხადება არასაკმარისად პასუხობს ამ შეკითხვას.

პასუხგაუცემელი კითხვები ხელს უწყობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის განცდას და აჩენს უნდობლობას სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პოზიცია გაზიარებული იქნება საპარლამენტო უმრავლესობაში და მოყვება დროული რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან“, - ნათქვამია გავცრელებულ განცხადებაში. 

კობერიძის  განცხადებას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას უერთდებიან სხვა უმრავლესობის წევრებიც - გიორგი მოსიძე; გედევან ფოფხაძე; ირინა ფრუიძე; ლევან კობერიძე.

ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა.  კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა. 

ბაჩანა შენგელია, სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას პედაგოგზე პოლიტიკური შეხედულების გამო ზეწოლად აფასებდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^