Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-მ ლორთქიფანიძე, მორგოშია და ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

11 დეკემბერი, 2018 13:04

შსს-ში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ იუსტიციის სახლთან „ქართული მარშის“, „პატრიოტთა ალიანსისა“ და მათი მხარდამჭერების აქციის მონაწილეების ნახევარი უკვე გამოკითხულია, მეორე ნახევრის გამოკითხვა კი იგეგმება. 

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია „ქართული მარშის“ წევრი კონსტანტინე მორგოშია, „პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე და გურამ ფალავანდიშვილი. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხოეთის მოქალაქეების მიმართ თანასწორობის უფლების დარღვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლის 142-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო. 


10 დეკემბრიდან „ქართული მარში“, „პატრიოტთა ალიანსი" და მათი მხარდამჭერები იუსტიციის სახლთან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისების შემზღუდველი მორატორიუმი გაუქმდა. ისინი იუსტიციის მინისტრს მიმართავენ, არ დაუშვან მიწების უცხოელებზე გასხვისება. აქციის მონაწილეები უცხოეთის მოქალაქეებს ხელს უშლიდნენ და იუსტიციის სახლში არ უშვებდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^