
სტასბურგში შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანთან ახლოს 3 ადამიანი მოკლა და 12 დაჭრა. თავდამსხმელს დღეს დილიდან ასობით პოლიციელი ეძებს.
პოლიციის განცხადებით, შეიარაღებული პირის ვინაობა მათთვის ცნობილია. ის პოლიციასთან ორმხრივი სროლის შემდეგ გაიქცა, თუმცა ვარაუდობენ, რომ დაჭრილია.
თავდასხმა სტრასბურგში ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანთან ახლოს, პოპულარული საშობაო ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
საფრანგეთის ანტიტერორისტულმა საგამოძიებო ბიურომ თავდასხმის შესახებ გამოძიება დაიწყო. პოლიცია კი სამძებრო სამუშაოებს აგრძელებს.
ჯერჯერობით, თავდასხმის მოტივი უცნობია.