Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადმინისტრაციაში არ აკეთებენ კომენტარს, იქნება თუ არა კიდევ ერთი შეწყალება მარგველაშვილისგან

12 დეკემბერი, 2018 12:47

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ აკეთებენ კომენტარს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე კიდევ შეიწყალებს თუ არა მსჯავრდებულებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტმა, დათო სუბელიანმა გუშინ Facebook-ით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატიმართა ოჯახის წევრების ინფორმაციით, შეწყალების კომისიის მორიგი სხდომა აღარ ჩატარდა.

Facebook-პოსტზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განმარტებით, თუ შეწყალების კომისიის სხდომა შეწყდება, რადგან არ იქნება შეწყალების აქტი, ამას საჯაროდ იტყვიან.

„ჩვენი კომისია 16 დეკემბრამდე მოქმედებს და იგი მიაწვდის რეკომენდაციებს პრეზიდენტს იმის გათვალისწინებით, გეგმავს თუ არა პრეზიდენტი შეწყალებას...  ჩვენ ვმუშაობთ და რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, საზოგადოებას აუცილებლად ვამცნობთ“, - აღნიშნა ქორიძემ.

ქორიძის ამ კომენტარის შემდეგ, „ლიბერალმა“ შეკითხვით მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას - აპირებს თუ არა პრეზიდენტი მარგველაშვილი შეწყალების აქტის გამოცემას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადმინისტრაციაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ვადა 4 დღეში, 16 დეკემბერს იწურება, არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^