Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თარჯიმნები რამდენიმე თვეა ხელფასს ითხოვენ, კომპანია პროტესტს „კონკურენტის აგორებულს“ უწოდებს

14 დეკემბერი, 2018 17:15

„თბილისის ბიზნესსახლის“ თარჯიმნები ამბობენ, რომ რამდენიმე თვეა, კუთვნილ ანაზღაურებას არ უხდიან. მათი თქმით, მსგავს მდგომარეობაში ათობით თარჯიმანია. „ლიბერალთან“ საუბრისას დირექტორი თარჯიმნების პროტესტს კონკურენტი კომპანიის „აგორებულ კამპანიას“ უწოდებს, თუმცა მიიჩნევს, რომ თარჯიმნების მოთხოვნა სამართლიანია. 

დღეს, 14 დეკემბერს, „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლებმა და თარჯიმნებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ „თბილისის ბიზნესსახლი“ მთარგმნელების  ექსპლუატაციას ეწევა. დასაქმებულები კომპანიას თაღლითობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, „თბილისის ბიზნესსახლი“ არის კერძო კომპანია, რომელიც იგებს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოცხადებული ტენდერების უმრავლესობას. ის მთარგმნელობით მომსახურებას უწევს ფინანსთა, თავდაცვისა და სხვა სამინისტროებს, ასევე, საპატრულო პოლიციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და ა.შ. 

„კომპანია, ფაქტობრივად, არასოდეს გასცემს დროულ ანაზღაურებას გაწეული სამუშაოსთვის. დასაქმებულ თარჯიმანთა შორის არიან ისეთები, რომელთათვისაც კომპანიას ათასობით ლარის დავალიანება აქვს გადასახდელი. დაზარალებულ თარჯიმნებს ყოველდღე უწევთ სამსახურში ხელფასის მოთხოვნის მიზეზით მისვლა, რაზეც კომპანიის პასუხია - სახელმწიფო არ რიცხავს ფულს“, - აცხადებს „სოლიდარობის ქსელი“ 

„ლიბერალთან“ ერთ-ერთი თარჯიმანი თეა ღავთაძე ამბობს, რომ საქმის წარმოება დაწყებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად. 

თარჯიმნებმა პრესკონფერენციიდან „თბილისის ბიზნესსახლში“ გადაინაცვლეს, სადაც კომპანიის დირექტორს, გიორგი გაგნიძეს შეხვდნენ. დასაქმებულები დირექტორს რამდენიმე თვის ანაზღაურების გადახდას სთხოვდნენ. 

„რატომ ხართ ასე მოტივირებული?“ - ჰკითხა დირექტორმა თარჯიმნებს, რასაც სპარსული ენის თარჯიმანმა უპასუხა: იმიტომ, რომ ხელფასი მაქვს ასაღები! იმიტომ, რომ მატყუებენ! იმიტომ ვარ მოტივირებული, რომ ჩემი ხელფასი ავიღო! 

კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ის კომპანიას უყურებს როგორც ოჯახს და არა როგორც სამსახურს.

„თქვენ რომ გყავდეთ ოჯახში 1100 ბავშვი და ხუთმა ან ათმა იჩხუბა, ეს მოგვარებადი პრობლემაა. ოჯახში მოსულა განაწყენება და გაუგებრობები, როგორც დირექტორი გეუბნებით, რომ მოგვარებულია ეს  თემა და ჩვენს რეგიონში არსებულ თანამშრომლებსაც მივულოცავ შობა-ახალ წელს, შესაბამისად, ერთად შევხვდეთ ახალ წელს“, - ამბობს კომპანიის დირექტორი, რომელიც რამდენიმე თვეა, თარჯიმნებს ხელფასს არ უხდის. 

გიორგი გაგნიძის თქმით, „თბილისის ბიზნესსახლმა“ მთარგმნელობით ბიზნესში „ნათელი წერტილი შემოიტანა“. მისი თქმით, კომპანია ყველა მონაცემით საუკეთესოა, მათ შორის შრომის ანაზღაურების კუთხითაც. 

თარჯიმანი არევიკ ბაღოსიანი ამბობს, რომ მთელი ზაფხული იმუშავა და ამ დრომდე ატყუებდნენ, რომ მისი შრომა 7 დეკემბრამდე ანაზღაურდებოდა. 

კომპანიის დირექტორი უკმაყოფილო თანამშრომლებს დაჰპირდა, რომ 25 დეკემბრამდე დავალიანება ჩაერიცხებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხუთმაგ თანხას ჩაურიცხავს. 

„სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლები და თარჯიმნები პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფრო მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^