Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით უსუფაშვილი: მარგველაშვილი ისტორიაში შევა, როგორც „გიორგი უცნაური“

14 დეკემბერი, 2018 15:22

მოძრაობა „შენების“ ლიდერის, დავთ უსუფაშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილს რთულ პერიოდში მოუწია პრეზიდენტობა. თანაც, მის პერიოდში მოხდა პრეზიდენტის ინსტიტუტის თვისობრივი ცვლილება, თავად არ იყო სტანდარტული საჯარო მოხელე და მარგველაშვილი ისტორიაში შევა არა როგორც „გიორგი ბრწყინვალე“ ან „ავ-გიორგი“, არამედ როგორც „გიორგი უცნაური“. 

დავით უსუფაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილთან აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად გადაულახავი წინააღმდეგობა არ ჰქონია.

„გიორგი მარგველაშვილს ძალიან რთულ პერიოდში მოუწია პრეზიდენტობა. 2012 წლის ცვლილება არ იყო ძალიან მარტივი. მისი გაპრეზიდენტებიდან 2-3 კვირის განმავლობაში განვითარდა უკიდურესად დამაზიანებელი მოვლენები სახელისუფლებო გუნდში, რამაც მის პრეზიდენტობას დიდი დაღი დაასვა.

გარდა ამისა, სწორედ მისი პრეზიდენტობისას მოხდა ამ ინსტიტუტის თვისობრივი ცვლილება და ტრანსფორმაცია, რისი აღქმაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა საზოგადოებისთვისაც და პოლიტიკური სპექტრისთვისაც. მარგველაშვილი, როგორც ქართული სახელმწიფოს მეთაური, ისტორიაში შევა არა როგორც „გიორგი ბრწყინვალე“ ან „ავ-გიორგი“, არამედ როგორც „გიორგი უცნაური“.

იგი არც მალავდა იმას, რომ არ არის სტანდარტული საჯარო მოხელე, მასში საკმაოდ ჭარბად არის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ჩარჩოების მიღმა არსებული ინტერესები, ფილოსიფიური თუ სხვა. მე პირადად მასთან მრავალი წლის განმავლობაში მომიწია მუშაობა და იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერ ვიხსენებ რაიმე სერიოზულ პრობლემას, წმინდა საქმიანი თვალსაზრისით.

საპარლამენტო და საპრეზიდენტო ურთიერთობა დაღდასმული იყო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის არსებული მძიმე ფონის გამო. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვახერხებდით საქმიან ურთიერთობას უშიშროების საბჭოს ფორმატშიც, პრეზიდენტის საპარლამენტო საქმიანობის ფორმატშიც და ა.შ. მე პირადად არ მქონია რაიმე გადაულახავი წინააღმდეგობა მასთან, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული აზრი არაერთხელ გვქონია“, - უთხრა დავით უსუფაშვილმა „ინტერპრესნიუსს“.

დავით უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტის ყველა გადაწყვეტილება არ იყო მისთვის ერთნაირად მისაღები ან დასაბუთებული. ის მარგველაშვილს ვერ გამოარჩევს განსაკუთრებული ეფექტიანობით, თუმცა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სხვა უმაღლესი თანამდებობის პირებთან შედარებით არც ვინმეზე ნაკლებეფექტიანი ყოფილა.

„საკითხი, რომელზეც ყველაზე მეტად ვნანობ, რომ ვერ მოხერხდა პრეზიდენტის მონაწილეობით, ეს იყო უკვე განვლილი საპრეზიდენტო არჩევნების დასკვნით ეტაპზე განვითარებული მოვლენა, რომ მისი აქტიური პოზიცია ყოფილიყო დაფიქსირებული. ეს იყო უკიდურესად საჭირო, თუ იქნებოდა კანდიდატი, ამ როლშიც და თუ არ იქნებოდა და სხვა პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს, ამ შემთხვევაშიც. თუ სამწუხარო მნიშვნელოვან მოვლენებზე ვისაუბრებთ მის მოღვაწეობაში, ეს უნდა აღინიშნოს.

რაც შეეხება ზოგადად მის მოღვაწეობას, მისი ყველა გადაწყვეტილება არ იყო ჩემთვის ერთნაირად მისაღები, ან დასაბუთებული, მაგალითად, შეწყალების მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ შეწყალება უფრო იშვიათად უნდა ხდებოდეს, ვიდრე ხდებოდა, ასეთი ამბები არსებობს, მაგრამ თუ ავიღებთ მისი პრეზიდენტობის ხუთ წელიწადს და ამ ხუთი წლის განმავლობაში გავიხსენებთ პრემიერების, პრეზიდენტების, პარლამენტის თავმჯდომარეების და მინისტრების საქმიანობის ეფექტიანობას, მე არ ვთვლი, რომ მარგველაშვილი ვინმეზე ნაკლები ეფექტიანობით მუშაობდა. ის არ იყო ვინმეზე განსაკუთრებით ეფექტიანად მომუშავე, ან ვინმეზე განსაკუთრებით არაეფექტიანად მომუშავე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^