Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით კონსტანტინე გამსახურდია შიმშილობას იწყებს

14 დეკემბერი, 2018 15:46

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილები,კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები საქართველოს პროკურატურის შენობაში შიმშილობას იწყებენ. 

კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, 2019 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს ეწურება ხანდაზმულობის ვადა. გამსახურდიას თქმით, ის იწყებს შიმშილობას მთავარი პროკურატურის მისაღებში, სამართლიანობის აღსრულებისა და საქმის გამოძიების მოთხოვნით. 

კონსტანტინე გამსახურდია Facebook-ზე წერს, რომ კიდევ ერთი მოთხოვნაა, შევიდეს ცვლილება ორგანულ კანონში, რათა განსაკუთრებულ შემთხვევებს არ შეეხოთ ეს ხანდაზმულობა. 

„ვაცხადებთ შიმშილობას პროტესტის ნიშნად მთავარი პროკურატურის მისაღებში (ვახტანგ გორგასლის ქ. 24) რათა ბოლოს და ბოლოს სამართალი აღსრულდეს და ეს საქმე გამოძიებულ იქნეს. უშუალოდ მკვლელის, ასევე მკვლელობაში ჩართული პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას! ასევე შევიდეს ცვლილება ორგანულ კანონში, რათა განსაკუთრებულ შემთხვევებს არ შეეხოთ ეს ხანდაზმულობა. იძულებული ვარ, გადავდგა ეს ნაბიჯი, მიუხედავად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა“, - წერს გამსახურდის. 

მისი თქმით, 2011 წლიდან ის მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას გამოძიებას, აწვდიდა ადამიანების სიას, რომლებიც შესაძლოა, ყოფილიყვნენ აქტორები ამ საქმეში. მისი თქმით, იკვეთება ერთი მაღალჩინოსანი, რომელსაც ადებენ ხელს, თუმცა პროკურატურა ცდილობს, მოერიდოს და სიფრთხილეს იჩენს. 

„2011 წლიდან მოყოლებული ვაწვდიდი იმ ადამიანების სია, რომლებმაც შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები იცოდნენ, იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა 1993 წლის მიწურულს ამ მკვლელობასთან. ისინი შესაძლოა, ყოფილიყვნენ აქტორები, მონაწილეები ამ ამბებისა. 

მე არ ვიცი, რის გამო, დოყლაპიობის გამო, უნიათობის გამო, პოლიტიკური ნების არ არსებობის გამო დღევანდელმა ხელისუფლებამ მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე გადააკვალიფიცირა, არაფერი გააკეთა. 

აქ უკვე არის ადამიანი, მაღალჩინოსანი რომელსაც ადებენ ხელს სხვებიც, მაგრამ დღევანდელი პროკურატურა ცდილობს, მოერიდოს, სიფრთხილეს იჩენს“, - თქვა კონსტანტინე გამსახურდიამ ჟურნალისტებთან. 

ცოტნე გამსახურდიას თქმით, „ამ ბოროტების ბუნაგთან, ვითხოვთ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას და მკვლელის დასჯას".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^