მთავარი აქცია ხვალ თელავში გაიმართება, მსვლელობა დაიწყება თბილისიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პარალელურად აქციები იქნება ქუთაისში, ზუგდიდში და ბათუმში.
„იქნება მრავალათასიანი მსვლელობა და გავაპროტესტებთ იმას, რომ ხელისუფლებამ ასე წაართვა საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების უფლება. ჩვენ ვიქნებით ძალიან ბევრი და ძალიან ხმამაღლა მივაწვდენთ ხმას იმ ხელისუფლებას, რომელმაც ფეხქვეშ გათელა თითოეული ჩვენი მოქალაქის კონსტიტუციური უფლება - აერჩია საქართველოს პრეზიდენტი", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.