საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1990 წ. დაბადებული გ.ჩ. გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ღამის საათებში, ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე, გ.ჩ-მ, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, ა.მ-ს.", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.