გრძელდება შეხლა-შემოხლა ყვარლის გადასახვევთან. ოპოზიციის მხარდამჭერები კვლავ ცდილობენ თელავისკენ გზის გაკვლევას, მაგრამ პოლიციას თელავისკენ მიმავალი ცენტრალური გზა ჩაკეტილი აქვს.
„ლიბერალის“ კორესპონდენტის ცნობით, პოლიციას მრავალ ადგილზე აქვს გზა მანქანებით გადაკეტილი.
პოლიციამ გზა ინაუგურაციამდე რამდნეიმე საათით ადრე გადაკეტა, შსს-ს განცხადებით ისინი აქციის მონაწილეებს ალტერნატიულ მარშრუტს სთავაზობდნენ.
მიუხედავად იმისა რომ თელავში პრეზიდენტის ინაუგურაცია დასრულდა, აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას მაინც აპროტესტებენ და გზის გახსნას მოითხოვენ.