Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა - ლომჯარიას პასუხი გახარიას

16 დეკემბერი, 2018 20:58

ომბუდსმენი ნინო ლომჯარია გიორგი გახარიას პასუხობს და ამბობს, რომ სახალხო დამცველის მანდატი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე ზედამხედველობაა. პოლიციის უსაფრთხოება კი შსს-ს პრეროგატივაა.

"მე ვფიქრობ, ოპოზიციისთვის წინასწარ რომ ყოფილიყო გაფრთხილება გაკეთებული, რომ ამ გზით ვერ შევიდოდნენ თელავში და ალტერნატიული გადაადგილების გეგმა თუნდაც წინა დღით შეეთავაზებინათ, ოპოზიცია უფრო დროულად ორგანიზდებოდა და პოლიციას არ მოუწევდა საპროტესტოდ დამუხტული მასის აგრესიის ატანა. ამით უფრო იქნებოდა დაცული გამოხატვის თავისუფლება და პოლიციის უსაფრთხოება. მე პატივს ვცემ ქართულ პოლიციას, მაგრამ ჩემი მანდატი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე ზედამხედველობაა. პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა." - წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში. 

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან სახალხო დამცველი დღევანდელი განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომ ის მოუწოდებს სახალხო დამცველს ყურადღება მიაქციოს როგორ იქცევიან აქციის მონაწილეები.

"სახალხო დამცველს ასევე მინდა, მოვუწოდო, მიაქციოს ყურადღება, თვითონ აქციის მონაწილეები როგორ იქცევიან და ზოგჯერ პოლიციელის, ჟურნალისტისა და სახელმწიფო მოსამსახურის უფლებებსაც სჭირდება დაცვა. ხანდახან მინდა გავახსენო მას ეს." - ასე უპასუხა გიორგი გახარიამ სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებაზე ჟურნალისტის შეკითხვას.  

ომბუდსმენი შსს-ს: მომიტინგეთა გადაადგილება მანიფესტაციის მიზნით მათი კონსტიტუციური უფლებაა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^