Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„შეშფოთებულები ვართ იმ კადრების გამო, რაც ვნახეთ" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

17 დეკემბერი, 2018 13:19

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ კადრების გამო, რაც ვნახეთ" - ასე აფასებს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი გუშინ კახეთის გზაზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც პოლიციამ გაერთიანებულ ოპოზიციასა და მის მხარდამჭერებს თელავში ინაუგურაციაზე მიმავალი გზა გადაუკეტა. 

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება „ლიბერალს" აშშ-ის საელჩომ მიაწოდა.

[Ambassador Ross Wilson, Chargé d’Affaires, a.i:  The United Stars was proud and pleased to take part in the inauguration ceremony.  We were represented by an Assistant Administrator of the Agency for International Development, which for 25 years has played a lead role in this country in assisting in its economic, political, and social development and the progress that has been made here.  Both the USAID representative Brock Bierman and I congratulated President Zurabishvili on  her inauguration and on what it means for this country.  As for the other events that took place yesterday, the United States obviously supports the rights of freedom of speech and freedom of assembly.  We support those rights to be carried out in a calm and peaceful manner, and I think we are very concerned about the images that were seen yesterday—what they say to Georgians, what they say to Georgia's friends around the world about where this country is.  We call for calm for Georgia now to move forward in the aftermath of these elections and get to the important work of strengthening this country and strengthening its future.]

„აშშ-სთვის სასიამოვნო და საპატიო იყო ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობა. ჩვენ მივულოცეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ინაუგურაცია და რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის. რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს, აშშ, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს თავისუფალი სიტყვისა და თავისუფალი შეკრების უფლებას. მხარს ვუჭერთ, რომ ამ უფლებით მშვიდობიანი გზით ისარგებლონ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ კადრების გამო, რაც ვნახეთ და რასაც ეს კადრები ეუბნებოდა ქართველ ხალხს და საქართველოს მეგობრებს მთელ მსოფლიოში იმის შესახებ, თუ როგორ მდგომარეობაშია ქვეყანა. მოვუწოდებთ მშვიდობისკენ, საქართველო ახლა წინ უნდა წავიდეს ამ არჩევნების შემდეგ და დაკავდეს ამ ქვეყნისა და მისი მომავლის გაძლიერებით,“- განაცხადა როს უილსონმა.

გუშინ ველისციხეში პოლიციამ თელავში მიმავალ ოპოზიციასა და მის მხარდამჭერებს გზა გადაუკტა. ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება“, - განმარტავენ შსს-ში. 

მათი თქმით, შსს გავრცელებულ ვიდეობს სწავლობს და კანონის დარღვევის ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება ექნებათ. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^