როგორც უკვე ცნობილია, დაკავებულია, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დავით კირკიტაძე.
„სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის“,- განუმარტა გამომძიებელმა დაკავების მიზეზად დავით კირკიტაძეს.
შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.
სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლი გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას.
1. პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.