ქართველმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ 15 დეკემბერს რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილ კონცერტზე იმღერა. კონცერტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვითაც გამოვიდა.
ბურჭულაძემ კონცერტზე ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისიდან“ არია „ღვინოვ კახურო“ შეასრულა.
პაატა ბურჭულაძე საქართველოში საოპერო კარიერის პარალელურად საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელია.
2016 წელს კი შექმნა პოლიტიკური პარტია - „სახელმწიფო ხალხისთვის“. იმავე წელს საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა.