სალომე ზურაბიშვილი ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის ახალ რეზიდენციაში პირველად შეხვდა ჟურნალისტებს.
პრეზიდენტმა ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად, ხოლო დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად ოფიციალურად დანიშნა - ზურაბიშვილმა ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გუშინ დავნიშნე ოფიციალურად ლაშა ჟვანია, როგორც ადმინისტრაციის უფროსი და ამ დილით დიმიტრი გაბუნია, როგორც ჩემი საპარლამენტო მდივანი, რამეთუ პარლამენტთან უკვე არის ძალიან ბევრი საქმე.
ნათია პავლიაშვილი აგრძელებს პრესასთან ურთიერთობას, თუმცა პიარის ჯგუფი გაძლიერდება. ამ დღეებში შევჯერდებით იმ ადამიანებზე, ვინ შემოგვიერთდებიან და კვირის ბოლოს გეტყვით, ვინ იქნება მთავარი ბირთვი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.