პარტია „თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილემ, გოგი წულაიამ ქალაქ ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დაწვა, - ცნობას topnews.com.ge ავრცელებს.
ვიდეო: „პრაიმტაიმი"
წულაიას მტკიცებით, აღნიშნული ბიუჯეტის პროექტი, მომდევნო წელს ქუთაისის მოსახლეობას კიდევ უფრო გააღარიბებს. წულაიას განმარტებით, 2019 წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში წერია, რომ ხელფასები მხოლოდ საჯარო მოხელეებს ეზრდებათ.
„მე მოვუწდებ საკრებულოში მყოფ ადამიანებს, მხარი არ დაუჭირონ ამ ბიუჯეტს", - განაცხადა გოგი წულაიამ.
ფოტო: topnews.com.ge