Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპენსიო ფონდი მსხვილი ჰესების დასაფინანსებლად?! - რას განიხილავს მთავრობა

18 დეკემბერი, 2018 15:47

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას თქმით, მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების თანადაფინასების ნაწილში სახელმწიფოს მონაწილეობის საკითხს განიხილავენ. ამისთვით კი პოტენციურად ერთ-ერთი წყარო შეიძლება, იყოს საპენსიო ფონდი.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, იმისთვის, რომ სამომხმარებლო ტარიფზე მსხვილი პროექტების ეფექტი შემცირდეს, არ გამორიცხავენ, რომ სახელმწიფომაც მიიღოს მონაწილეობა თანადაფინანსებაში. 

„დღემდე არსებული პრაქტიკა, განსაკუთრებით მსხვილ ჰიდროსადგურებზე, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები უნდა გაიცეს, სხვაგვარად საქართველო რისკების მატარებელ რეგიონშია და საერთაშორსიო საფინანსო ინსტიტუტები, ან თუნდაც კერძო ბანკები არ თვლიან ამ პროექტებს წარმატებულ, საიმედო (bankable) პროექტებად, ამიტომ არის საჭირო ამის გარანტირება...

ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მსხვილ პროექტებში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ენერგოუსაფთხოებისთვბის, რომელიც აუცილებელია საბაზისო სიმძლავრეებისთვის, იმისთვის, რომ შემცირდეს ამის ეფექტი სამომხმარებლო ტარიფზე, სახელმწიფომაც მიიღოს მონაწილეობა არამარტო თანაგარანტირებაში, არამედ  თანადაფინანსებაში. ერთ-ერთი წყაროდ შეიძლება პოტენციურად იყოს საპენსიო ფონდი განხილული... ველოდებით საპენსიო რეფორმა როგორ ჩამოყალიბდება, მაგრამ ალბათ ეს გარდაუვალი იქნება, ჩემი აზრით“, - განაცხადა თურნავამ.

ამის შესახებ მან უმრავლესობის დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რატომ არ შეიძლება, რომ თვითონ ამ საპენსიო ფონდში ვინც შენატანს ახორციელებს, ის ხალხი, ანუ ქართველი ხალხი გახდეს ინვესტორი ამ ენერგოპროექტების“, - იკითხვა ბექა ნაცვლიშვილმა გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე, სადაც ენერგეტიკისა და ტრანსპორტის დარგში განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშს უსმენდნენ.

მისი თქმით, როგორი ვარიანტითაც არ უნდა უნდა განხორცილედეს საპენსიო რეფორმა, პირველ წელს 300 მილიონი ლარის მობილიზება იქნება შესაძლებელი. მეორე და მესამე წელს - უფრო მეტის.

„რატომ არ შეიძლება, რომ საპენსიო ფონდმა დააფინანსოს დიდი ენერგოპროექტები. შესაბამისად, მფლობელი და აქციონერი ავტომატურად გამოვა, რომ არის ყველა - საზოგადოების დიდი ნაწილი, ის ნაწილი რომელიც საპენსიო ფონდში ფულს შეიტან“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^